შპს ოლდ ლამი-ს 5000 კვ.კმ. საწყობი თბილისში, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ და დანიშნულების ადგილზე უფასოდ მიიტანოთ ლამინირებული დსპ, მდფ-ის და აკრილის ფილები, წიბოები, სამზარეულოს ზედაპირები და სხვა.
ჩვენ შესახებ

კომპანია “ოლდ ლამი” წარმოადგენს სხვადასხვა საავეჯე და სამშენებლო მასალის (ლამინირებული “დსპ” და “დვპ” ფილების, აკრილისა და მდფ ფილის, ფურნიტურის და ა.შ.) ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორ კომპანიას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ზოგადად, ამიერკავკასიის რეგიონში. კომპანია უკვე მრავალი წელია სტაბილურად თანამშრომლობს საავეჯე მასალის წამყვან ფირმებთან (“კასტამონუ”, “სტარვუდი”, “ფინსა”, “პელიპანი” და ა.შ.) და ახორციელებს პროდუქციის იმპორტს თურქეთიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან თუ სხვა ევროპული და აზიური ქვეყნიდან.

კომპანიის ხელმძღვანელობამ ამჟამინდელი შემადგენლობით ჯერ კიდევ 2000 წლიდან დაიწყო თავისი საქმიანობა. რებრენდინგის შემდეგ შპს “ოლდ ლამი” 2011 წელს ჩამოყალიბდა. დღეისათვის შპს “ოლდ ლამში” დასაქმებულია ორმოცდაათზე მეტი ადამიანი. კომპანია ფლობს 5000 კვ.მ-მდე სასაწყობო ფართს და შოურუმს სათაო ოფისით თბილისის ცენტრალური ნაწილში. გარდა ამისა, ფირმის მფლობელობაშია სამი მაღაზია დედაქალაქის სხვადასხვა უბანში. სამომავლოდ, კომპანია გეგმავს თავისი მაღაზიების ქსელის გაფართოებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანია “ოლდ ლამის” მფლობელობაშია “თურანლარის” ფირმის წიბოს დასაკრავი დანადგარები, „ბალას“ ფირმის ლამინატის დასაჭრელი ვერტიკალური ხერხები, რამდენიმე სატვირთელი და სხვა მსუბუქი თუ სატვირთო ავტომანქანა, რომლებიც ქალაქ თბილისის მასშტაბით მასალის უფასო მიტანას ახორციელებენ. შპს “ოლდ ლამი” უწყვეტ რეჟიმში ახდენს პროდუქციის იმპორტს უშუალოდ მწარმოებელი ქარხნებიდან და თავის მომხმარებელს ოპერატიულად სთავაზობს ხარისხიან პროდუქციას ყველაზე მისაღებ ფასად.

კომპანიის ხელმძღვანელობა სხვადასხვა ქვეყანაში გამართული საერთაშორისო გამოფენების ხშირი სტუმარია და მუდმივად ცდილობს გაეცნოს უახლეს მიღწევებს საავეჯე მასალის წარმოებაში, რათა ერთ-ერთმა პირველმა დანერგოს სიახლეები ქართულ ბაზარზე და ქართველ მომხმარებელს მაქსიმალურად მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზოს.

ჩვენი ოფისი და გაყიდვების განყოფილება
გაყიდვების ოფისი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ლამინირებული დსპ, მდფ, პრიალა მდფ, დვპ, აკრილის ფილები და სხვა. ასევე, ჩვენთან შეგიძლიათ შემოსაკვრელი ლენტის - წიბოების შეძენა და ლამინირებულ დსპ-სა თუ მდფ-ზე მათი დაკვრა. აქვეა, ავეჯის ფურნიტურის გაყიდვების ოფისიც.
შპს „ოლდ ლამის“ მმართველობითი, ფინანსური და შესყიდვების განყოფილებები, სადაც მომუშავე პერსონალი გამუდმებით ცდილობს მოიძიოს და ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მოახდინოს ისეთი ხარისხიანი პროდუქციის იმპორტი, როგორებიცაა ლამინირებული დსპ, მდფ, წიბო, სამზარეულოს ზედაპირები, ავეჯის ფურნიტურა თუ სხვა.